გლობალური სტატისტიკური მონაცემებით, ყოველი მე-10 ზრდასრული ადამიანის სიკვდილის გამომწვევი თამბაქოა, რაც წელიწადში 6 მილიონამდე შემთხვევას შეადგენს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე აივ/შიდსით, ტუბერკულოზით და მალარიით გამოწვეული ჯამური სიკვდილიანობა. 600 000 შემთხვევა მოდის თამბაქოს პასიურ მომხმარებელზე.
თამბაქოს მოხმარება რესპირატორული, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ნაღვლის ბუშტის, საშვილოსნოს ყელისა და თირკმლის კიბოს განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 22%, მათ შორის ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 70% – თამბაქოს მოწევით არის განპირობებული.
(WHO Tobacco Free Initiative)
კვლევების მონაცემებით, თამბაქოს მომხმარებელთა წილი, საქართველოს პოპულაციაში, 30.3%-დან 42.2%-მდე ვარირებს. ESPAD-ის მონაცემების მიხედვით, მოზარდებში 12% თამბაქოს რეგულარული მომხმარებელი იყო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2008 წლის შეფასებით, თამბაქოს ყოველდღიური მოხმარება მამაკაცებში 13.5-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს ქალებში. ყველა კვლევა, რომელიც ჩატარდა საქართველოში, ამას ადასტურებს, მაგალითად, STEPS 2010 მონაცემებით, ეს შეფარდება 11.7-ს შეადგენს. ამ კვლევამ გამოავლინა, რომ თამბაქოს მოხმარების პრევალენტობა მთლიანი მოსახლეობის 30.3%-ს შეადგენს, კაცებში – 55.5%, ქალებში – 4.8%. თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (36.5%) თბილისში დაფიქსირდა. საკმაოდ მაღალია თამბაქოს პასიურ მომხმარებელთა წილი: 23.3% მთლიან მოსახლეობაში, 32.9% – კაცებში და 13.7% – ქალებში (იხ.
სურათი 6.2).
სურათი 6.2).
(CDC – Women and Smoking)
მონაცემები ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარების შესახებ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ფართომასშტაბიანი კვლევებით იქნა მიღებული (იხ. სურათი 6.4).
1999 წლიდან, ამ კვლევების მიხედვით, თამბაქოს მოხმარება რეპროდუქციული ასაკის ქალებში,
3-ჯერ შემცირდა, თუმცა ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარება არ არის შეცვლილი და შეადგენს დაახლოებით 2%-ს. თბილისელი ქალების 13%, სხვა ქალაქებში მაცხოვრებელი ქალების 9% და
სოფლელი ქალების 2% ეწევა ამჟამად.
წყარო
No comments:
Post a Comment